"ელ კლასიკოს" წინ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია და "რეალი" ბარსელონაში, სასტუმრო "სოფიაში" ავტობუსებით მივიდა, რომლებსაც კლუბის ემბლემები არა აქვს.
"რეალი" ორი ავტობუსით გადაადგილდება. ერთში ფეხბურთელები არიან, მეორეში კი - კლუბის პერსონალი.
ავტობუსებზე ემბლემების ნაცვლად წარწერებია - "შიში მტერია" და "დაე, იყოს შენთან ძალა".
სასტუმრო "სოფია" "კამპ ნოუდან" 600 მეტრში მდებარეობს და "რეალს" მატჩზე პოლიციის 12 ავტომობილი მიაცილებს.