არტურო ვიდალმა გაიგო, რომ "ელ კლასიკოში" სასტარტოში არ დააყენეს და ვარჯიში მიატოვა

AutoSharing Option
როდესაც გაიგო, რომ "ელ კლასიკოში" სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, "ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა გუნდის ვარჯიში მიატოვა, - იტყობინება ESPN.

გამოცემის მტკიცებით, ვიდალი ვარჯიშების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ყოველთვის რჩება დამატებით სამუშაოდ და როდესაც გუშინ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ უთხრა, რომ ძირითადში არ დააყენებდა, კლუბის ბაზა დატოვა.

ფეხბურთელები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდალი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და შეიძლება "ინტერში" გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული