"ელ კლასიკოს" წინ "ნოუ კამპის" სტადიონთან კატალონიის დამოუკიდებლობის რამდენიმე ათასი მომხრე შეიკრიბა და მიტინგს მართავს.
ორგანიზაცია "დემოკრატიული ცუნამი" მატჩისას სტადიონზე აქციის მოწყობას გეგმავს - გულშემატკივრებს მოუწოდეს, პლაკატები გამოფინონ, რომლებზეც ეწერება: "ესპანეთო, დაჯექი და დაგველაპარაკე".
ადრე ასეთი ლოზუნგით კატალონიელებმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს მიმართეს, რომელმაც რამდენჯერმე უარი განაცხადა კატალონიის გენერალიტეტის ხელმძღვანელთან ტელეფონით დალაპარაკებაზე.
"რეალი" სტადიონზე უპრობლემოდ მივიდა.