![](https://sportall.ge/pictures/image31/74c9728e5544c917e8161b7de13885a3.jpg)
"ბარსელონასთან" მატჩის (0:0) შემდეგ "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"კარგად ვითამაშეთ, საკმაოდ სერიოზულ, კარგ გუნდთან.
კარგი მატჩი გამოვიდა, უბრალოდ გოლები აკლდა. თუმცა, მთლიანობაში, კმაყოფილნი უნდა ვიყოთ", - ციტირებს ზიდანს "მარკა".
17 ტურის შემდეგ 36-36 ქულით "ბარსელონა" და "რეალი" ლიდერობენ. მათ მესამე ადგილზე მყოფი "სევილია" 5 ქულით ჩამორჩება.