კაზემირო: ერთი ნახვითაც ჩანს, რომ პენალტი იყო

AutoSharing Option
გუშინ, 18 დეკემბერს გამართული "კლასიკოს" შემდეგ მადრიდელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მოედანზე ყოფნისას კიდევ ვეჭვობდი, მაგრამ როცა შესვენებაზე ვარანის ფეხი ვნახე, ეჭვები გამიქრა. გამეორების ერთხელ ნახვის შემდეგაც ნათლად ჩანს, რომ პენალტი იყო.

გაბრაზებულები ვართ, რადგან სულ მცირე, გადაემოწმებინათ მაინც. შეეძლო მთავარ მსაჯს მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ ენახა მაინც. მე არ მომწონს VAR-ი.

შეცდომები, ქუჩის შეტაკებები და განხილვები უფრო საინტერესოს ხდის.

ჩვენ კი თამაშს ვაკონტროლებდით, ყველამ მაღალ დონეზე ითამაშა. თუმცა ფეხბურთი გოლებია. გვქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ", - თქვა ბრაზილიელმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული