"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონას" უნდა, თავდამსხმელ ლეო მესისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.
გამოცემა იუწყება, რომ "ბარსა" უკვე დაუკავშირდა მესის წარმომადგენელს და კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელება შესთავაზა. ამ საკითხზე მალე მოლაპარაკება დაიწყება.
მესის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.