"რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა გასულ "ელ კლასიკოზე" გააკეთა კომენტარი.
"როდესაც ბენზემას თამაში არ მისდის... დღეს "რეალს" რონალდო აკლდა ან მისი მსგავსი რომელიმე ფეხბურთელი. "მკვლელი" ფეხბურთელით მადრიდელები გაიმარჯვებდნენ. არ ვიცი, კიდევ როდის ექნება "რეალს" "კამპ ნოუზე" მოგების შანსი.
შეხედეთ "ბარსელონას" - თუ მესის ვერ გააქვს, ამას სუარესი აკეთებს. როდესაც ბენზემას არ მისდის თამაში, მეორე თავდამსხმელი სერხიო რამოსი ხდება. ეს პრობლემაა", - ციტირებს მიატოვიჩს Cadena SER-ი.