22 დეკემბერს, ლა ლიგის მე-18 ტურში "რეალისა" და "ბილბაოს" მატჩი 0:0 დასრულდა.
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. კროოსმა, ნაჩომ და იოვიჩმა ბურთი ძელსაც გაარტყეს, გოლი კი ვერ გაიტანეს.
"რეალი" 37 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩა და 4 იანვარს სტუმრად "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.
"რეალმა" ჩემპიონატზე ზედიზედ 3 მატჩი დაასრულა ფრედ, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 18 მატჩში 12 გოლი გაუშვა, რაც უკანასკნელი 32 წლის მანძილზე ამ გუნდის საუკეთესო შედეგია.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 71 306 მაყურებელი
რეალი - ბილბაო 0:0
რეალი: კურტუა, რამოსი, მილიტაო (ნაჩო 57), კარვახალი, მენდი, კროოსი, მოდრიჩი, როდრიგო (ბეილი 62), ვალვერდე, ვინისიუსი (იოვიჩი 72), ბენზემა
ბილბაო: სიმონი, ბერგიჩე, მარტინესი, ალვარესი, ლეკუე, რაულ გარსია, ვესგა, დანი გარსია, ნუნიესი, კოდრო (ვილალიბრე 73), უილიამსი (ბენატი 86)