კანტონა ურტყამს რამოსს - ბასკმა სეპარატისტებმა ევრო 2020-ის წინააღმდეგ უცნაური პოსტერი შექმნეს [PHOTO]

AutoSharing Option
ბასკი ნაციონალისტები ევრო 2020-ის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ახალგაზრდული ორგანიზაცია Ernai-ის წევრებმა ბილბაოში ერიკ კანტონასა და სერხიო რამოსის გამოსახულებით უცნაური პოსტერები გააკრეს.

პოსტერზე სერხიო რამოსს ერიკ კანტონა სახეში ურტყამს ფეხს. კანტონას აღნიშნული მოქმედება ყველას ახსოვს, 1995 წელს "კრისტალ პალასის" ფანს მოედნიდან გასვლისას ფრანგმა ფეხი უთავაზა.

"უთხარი არა ამ ევროპის ჩემპიონატს. ბასკების ქვეყანასთან თამაშს არ გირჩევთ", - წერია პოსტერზე.

Sportall.Ge

ბასკთა სახალხო პარტიის გენმდივანმა ამაია ფერნანდესმა აღნიშნული მოქმედება ბასკეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.

რაც შეეხება ერიკ კანტონას ფოტოზე ყოფნას, აღსანიშნავია, რომ მისი კატალონიელი
ბაბუა (დედის მამა) გენერალ ფრანკოს წინააღმდეგ იბრძოდა და ამის შემდეგ გადასახლდა საფრანგეთში. შესაძლოა, პოსტერზე კანტონას ყოფნის მიზეზიც ეს იყოს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ბილბაოში ევრო 2020-ზე მინიმუმ 3 შეხვედრას ჩაატარებს. ბოლოს ბასკეთში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა 1967 წელს ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი ამათ პატრონს ...
0

სიახლეები პოპულარული