"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავისი გუნდის ნახევარმცველ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა.
"ფრენკის შეუძლია და უკეთ უნდა ითამაშოს, განსაკუთრებით, შეტევაში. ამისათვის მას ყველა უნარი გააჩნია. ამაზე მუშაობა სჭირდება.
ის "ბარსას" ჭეშმარიტი მომავალია - ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელია. მუდამ წინ ისწრაფვის და ამასთან, გუნდის მთლიანობას არ არღვევს. ისევე, როგორც გრიზმანი, მატჩიდან მატჩამდე უმატებს, - განუცხადა ვალვერდემ ნიდერლანდურ "ტელეგრაფს".
ამ სეზონში ლა ლიგის 18 მატჩში დე იონგმა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.