Marca: "რეალი" ზამთარში არავის იყიდის, ზიდანს აზარის, ბეილისა და იოვიჩის იმედი აქვს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელებს არ შეიძენს.

წყაროს ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აქცენტს ედენ აზარსა და გარეთ ბეილზე გააკეთებს. ასევე, ფრანგ სპეციალისტს ლუკა იოვიჩის პროგრესის იმედი აქვს.

მიმდინარე სეზონში "რეალის" ანგარიშზე ლა ლიგაში 18 ტურის შემდეგ 37 ქულაა. "სამეფო კლუბი" "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული