მესიმ გაამხილა, როგორ გააქვს საჯარიმოდან გოლები - მარადონა ამტკიცებს, მე ვასწავლეო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ გაამხილა, როგორ გააქვს საჯარიმოდან გოლები.

"დეტალურად ვსწავლობ მეკარეებს, განსაკუთრებით, უკანასკნელ ხანს. დარტყმის მომენტში ყურადღებით ვაკვირდები მათ მოძრაობას, დგამენ თუ არა ნაბიჯს რომელიმე მიმართულებით. ყველაფერი ვარჯიშზეა დამოკიდებული. დარტყმებს მხოლოდ პრაქტიკისას ვაუმჯობესებ", - ციტირებს მესის AS-ი.

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დიეგო მარადონა კი ირწმუნება, რომ საჯარიმოების შესრულება მესის მან ასწავლა:

"2010 წელს ჩემს ნაკრებში მესი საუკეთესო იყო. 5 მეტოქეს ატყუებდა, რაც ფანტასტიკური გახლდათ. თუმცა, საჯარიმოების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

ერთხელ მკითხა, სწორად როგორ დაერტყა. ვუპასუხე, რომ ბურთის ცენტრში
დაერტყა ფეხი და ყველაფერი გამოუვიდოდა. ისწავლა და გამოსდის".

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიეგო ნუ ფრუტუნებ რაღაცას. მესი ისეთი ნიჭიერია, არავისგან ესწავლება, თუ რა, როგორ გააკეთოს მინდორზე. ჯარიმებს, რომ უზადოდ ურტყამს და ასრულებს ამაში ყველა ვთანხმდებით.
3

სიახლეები პოპულარული