ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა Sportske Novosti-ს გეგმები გაუმხილა:
"ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - შემიძლია თუ არა "ბარსელონაში" თამაში? თუ შემიძლია, ეს ჩემთვის საუკეთესო ადგილია. ვნახოთ, რა მოხდება. აქ უკვე ხუთწელიწადნახევარია ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი წლები აქ გავატარე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უკეთესი დღეები მელის.
ჩემი ყველა ფიქრი "ბარსელონაზეა" კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ ჩემი ამოცანა აქ დარჩენაა. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ".
ხორვატ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი
ლა ლიგას 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.