ალენია "ბარსელონადან" "ბეტისში" გადავიდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ალენია "ბარსელონადან" "ბეტისში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა გაავრცელა.

21 წლის ალენია სევილიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, "ბეტისს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

მიმდინარე სეზონში ალენიამ "ბარსაში" 5 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული