ვინ არის ზიდანის მისტიკური ასისტენტი, რომელიც პრესას ემალება და "დეკორატორს" ეძახიან

AutoSharing Option
"სანტიაგო  ბერნაბეუს" ფეხბურთელთა გვირაბი დაფარულია მადრიდის "რეალის" პერსონალის ფოტოებით. თუმცა ამ ადამიანებს ფოტოებზე არც გოლები გააქვთ, არც არაფერს აღნიშნავენ - ნახატები, ძირითადად, სტატიკურ, იზოლირებულ მომენტებს გამოხატავს, როცა პერსონალის წევრები მოედანზე გადიან.

არის ადამიანი, რომელიც ამ ფოტოებზე ჩანს - მისი სახელია ჰამიდუ მსაიდე, ზინედინ ზიდანის მისტიკური ასისტენტი, რომლის როლზე გუნდში ცნობილი არაფერია.

ამ ნახატების გამო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ჰამიდუს ხუმრობით "დეკორატორს" ეძახიან. მის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, ის ყოველთვის თავს არიდებს პრესას და პიროვნებას საიდუმლოდ ინახავს.

ყოველი თამაშის წინ ჰამიდუ გახურების
გარკვეულ ნაწილს წარმართავს, ასევე, იდეალურად ალაგებს ბურთებს, რათა ფეხბურთელებს მათი აღება არ გაუჭირდეთ.

"რეალში" ამბობენ, რომ ჰამიდუ მსაიდე თამაშის წინ ორ მუჭა სილას ყრიდა ბალახზე, თუმცა, რაც მისი ეს მოქმედება ფოტოგრაფებმა შენიშნეს, აღნიშნულ ტრადიციაზე უარი თქვა.

მსაიდე აფრიკაში, ფრანგულ კოლონია კომოროსში დაიბადა და ფეხბურთის სათამაშოდ პარიზთან ახლოს მდებარე კლუბ "სუსი ენ ბრიში" გადავიდა.

ზიდანისა და ჰამიდუს ურთიერთობა ზიზუს მარჯვენა ხელის, დავიდ ბეტონის საშუალებით დაიწყო. ბეტონი და მსაიდე ერთად თამაშობდნენ "კრეტილ ლუსიტანოსში". ჰამიდუს კინესიოთერაპია აქვს დამთავრებული და ტრავმასა და სტრესის თერაპიაში არის სპეციალიზებული. სწორედ ბეტონიმ გააცნო ის ზიდანს და მას შემდეგ ინარჩუნებენ კონტაქტს.

ზუსტად არავინ იცის, თუმცა Marca ვარაუდობს, რომ ჰამიდუ მსაიდე გუნდში ფიზიკურ და მენტალურ თერაპიაზე მუშაობს, აღდგენაზე, ფსიქოლოგიაზე და საჭირო რჩევებს აძლევს ყველას. ამასთანავე, ზიზუ და ჰამიდუ იოგას ერთად მისდევენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა, ზიზუსაც ყავს შამანი ტო?...
zaza tbilisi
16:51 30-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული