ზაგრების "დინამო" და "ბარსელონა" დანი ოლმოს ტრანსფერზე ვაჭრობენ

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველ დანი ოლმოს შეძენას ცდილობს. ოლმო "ბარსას" აღზრდილია და შესაძლოა, იანვარში დაიბრუნოს.

"მარკას" ცნობით, მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ ხორვატიულ კლუბს კატალონიელთა შეთავაზებული თანხა ეცოტავა. თუმცა, მხარეები შეთანხმებასთან შორს არ არიან.

თავად ოლმოს გუნდის გამოცვლა უნდა, "დინამო" კი ტრანსფერს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ოლმომ 22 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და ესპანეთის ნაკრებში მისი დებიუტიც შედგა - ევროშესარჩევ მატჩში ფარერებთან, რომელიც 7:0 დასრულდა და 21 წლის დანიმ გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული