2020 წლის 12 ამოცანა - "ბარსელონამ" ლიონელ მესის სია გამოაქვეყნა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრესსამსახურმა ლიონელ მესისთვის 2020 წელს შესასრულებელი ამოცანების სია გამოაქვეყნა.

1. გახდა საუკეთესო ბომბარდირი ერთი გუნდის შემადგენლობაში და პელეს მიღწევას გადაუსწრო.

2. მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

3. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტიტული მოიგო.

4. ესპანეთის თასი მოიგო.

5. მორიგი, მეშვიდე "ოქროს ბურთი".

6. ზედიზედ მეოთხედ მოიგო "ოქროს ბუცი".

7. "პიჩიჩის" ჯილდოს რეკორდსმენი გახდე ("პიჩიჩის" ჯილდო ლა ლიგის ბომბარდირს გადაეცემა).

8. "ელ კლასიკოში" მონაწილეობის რეკორდი დაამყარო.

9. ერთი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოგებული ტიტულის მიხედვით რეკორდი დაამყარო.

10. "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების რაოდენობით
რეკორდი დაამყარო.

11. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდე.

12. არგენტინის შემადგენლობაში კოპა ამერიკა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მესი უკვე 2 იანვარს გამოვიდა საახალწლო არდადეგებიდან და ბაზაზე ვარჯიშობს. 4 იანვარს "ბარსელონა" ლა ლიგის მე-19 ტურში "ესპანიოლს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლეო მესი დიდი ფეხბურთელია და ამას არავითარი მტკიცება არ ჭირდება,მაგრამ ეს ყველაფერი ლეოს ერთ კლუბში აქვს მიღწეული და სხვა ტიტულები:კოპას ჩემპიონობა,მსოფლიო ჩემპიონობა მის მონაგარში არ მოიძებნება და ამას თუ დაუმატებთ არგენტინის ნაკრებში მისი მონაწილეობით ჩატარებულ ბევრ უსუსურ მატჩებს,ცოტა უხერხულია პელეზე და მარადონაზე წინ მისი დაყენება,წინ დაყენება კიარა მათთან გატოლებაც კი.
რაც შეეხება როლანდოს მან მესისაგან განსხვავებით მსოფლიოს სამ უძლიერეს კლუბში ითამაშა და ერთერთში იუვენტუსში ახლაც თამაშობს და ყველგან ლიდერი გახდა,არა მარტო ლიდერი,მისი წამოსვლის შემდეგ,მანჩესტერსაც და რეალსაც თავისი ქვეყნის ჩემპიონობაც სანატრელი გაუხდათ,რომ არაფერი ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე იქ საერტოდ ხელი ქონდათ მოცარული,ამასთან როლანდომ თავისი ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა,იუვენტუსიც შარშან ჩემპიონი გახადა და ასე რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა.
თერჯოლელი
11:47 09-01-2020
2
ჩვენ იმას ვფიქრობთ რომ მესისტებს არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვთ მფრინავი კრიშტიანოს მიმართ იმიტომ რომ სტატიაში სადაც რონალდუ საერთოდ ნახსენები არ არის ცდილობთ ერთ ადგილზე უკბინოთ.მაგარი საცოდავები ხართ იმიტომ რომ კარგად იცით რომ მესი ვერასდროს შეძლებს კრიშტიანოს ბევრ რეკორდთან ახლოს მისვლას.იცოდეთ რომ კრიშტიანო მსოფლიოში ბიზნეს პერსონაც არის და იმიჯის ცვლილება ამასთან არის დაკავშირებული..
მესისტებო ტაშიტაში ...........................
10:42 05-01-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული