კაცნაკლულმა "ბარსელონამ" აუტსაიდერთან ქულები დაკარგა და ლა ლიგაში ორხელისუფლებიანობაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 იანვარს, ლა ლიგას მე-19 ტურში აუტსაიდერ "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" მატჩი 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი სუარესმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი ვიდალს გაატანინა გოლი.

75-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს სტუმართა გუნდის ნახევარმცველი დე იონგი, ხოლო შეცვლაზე შესულმა უ ლეიმ 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბარსა" და "რეალი" 40-40 ქულით ლიდერები არიან და კატალონიური გუნდი 20 იანვარს "გრანადას" უმასპინძლებს.

სუარესმა ლა ლიგაში გატანილ ბოლო 10 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი და
6 საგოლე პასი.

კორნელია დე ლობრეგატი. "RCDE სტედიუმი". 33 562 მაყურებელი

ესპანიოლი - ბარსელონა 2:2

გოლები: 1:0 დავიდ ლოპესი (23), 1:1 სუარესი (50), 1:2 ვიდალი (58), 2:2 უ ლეი (88)
გაძევება: დე იონგი (75)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც ვერ ვიტნ ამ ფერის ფორმებით როცა გამოდიან რაღაც თავიანთ თავებს არ გვანან. ბარსას ძველ ფორმებზე ვგიჟდებოდი ისე მომწონდა.
giga
17:36 05-01-2020
0
ვინც ბარსას ამ დათარსულ ყვითელ ფორმებს აცმევს..... მიხვდით ამ წერტილებში რასაც ვგულისხმობ. ვერ ვიტან ამ გასვლით ფორმებს. ულამაზესი ფორმები ეცვათ ბარსას ყოველთვის და ეს უსახური ფორმები რა უბედურებაა. გუშინ რეალი თავისი თეთრი ფორმებით თამაშობდნენ გასვლაზე და რა გამონაკლისია?!
??????????/
13:41 05-01-2020
1

სიახლეები პოპულარული