კაპელო: იბრაჰიმოვიჩს ეს თვისება გამოარჩევს სხვა ფეხბურთელებისაგან

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის", "მილანისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იტალიელმა ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა "როსონერიში" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების შესახებ.

"იბრაჰიმოვიჩი "მილანისთვის" შესანიშნავი შენაძენია. მას განსაკუთრებული ხასიათი აქვს და მოედანზე მხოლოდ სათამაშოდ არ გამოდის. იბრას ყოველთვის ერთი მიზანი აქვს - გამარჯვება. ის ამით განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისაგან და დამატებით მოტივაციას შესძენს თანაგუნდელებს.

ზლატანს ბოლო რამდენიმე თვეა არ უთამაშია და ამიტომ, მთელი ძალებით ეცდება ფორმის დაბრუნებას. ის "მილანის" ყველა ფეხბურთელზე უკეთესი მოთამაშეა. ამასთანავე, ზლატანს უჩვეულო უნარი აქვს - თანაგუნდელებს ყოველთვის უკეთ ათამაშებს,"- ციტირებს
კაპელოს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგის იმედად ყოფნა?!
ზაზა
07:14 31-12-2019
0
ნერაძური არა, როსონერი
მიჩინიო
17:47 29-12-2019
0

სიახლეები პოპულარული