"ბარსელონას" ფეხბურთელი სჭირდებოდა როტაციისათვის და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ "მალმე" ფორვარდი ერლინ ჰოლანის შესყიდვას განიხილავდა, თუმცა საბოლოო არჩევანი "სასუოლოს" შემტევ ბოატენგზე გააკეთეს, რადგან ნორვეგიელი არასაკმარისად გამოცდილად მიიჩნიეს.
კევინ პრინცმა "ბარსას" რიგებში სულ 4 მატჩი ჩაატარა, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. განელი ზაფხულში "სასუოლოში" დაბრუნდა, იქიდან კი "ფიორენტინას" შეუერთდა.
ერლინ ჰოლანი: თავიდანვე ვოცნებობდი, "დორტმუნდის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი