უცნაური ისტორია: შარშან "ბარსელონამ" ამომავალი ვარსკვლავს ბოატენგი ამჯობინა, წელს კი...

AutoSharing Option
როგორც ესპანურენოვანი გამოცემა AS იტყობინება, შარშან, 2019 წლის იანვარში "ბარსელონას" აწ უკვე დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ერლინ ჰოლანის შეძენა შეეძლო, თუმცა კევინ პრინც ბოატენგის ტრანსფერი ამჯობინა.

"ბარსელონას" ფეხბურთელი სჭირდებოდა როტაციისათვის და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ "მალმე" ფორვარდი ერლინ ჰოლანის შესყიდვას განიხილავდა, თუმცა საბოლოო არჩევანი "სასუოლოს" შემტევ ბოატენგზე გააკეთეს, რადგან ნორვეგიელი არასაკმარისად გამოცდილად მიიჩნიეს.

კევინ პრინცმა "ბარსას" რიგებში სულ 4 მატჩი ჩაატარა, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. განელი ზაფხულში "სასუოლოში" დაბრუნდა, იქიდან კი "ფიორენტინას" შეუერთდა. 

altერლინ ჰოლანი: თავიდანვე

ვოცნებობდი, "დორტმუნდის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი