"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი დეკემბერში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გასული წლის ბოლო თვეში ურუგვაელმა პრიმერას 5 მატჩში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "ესპანიოლთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში, 32 წლის სუარესმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.