კარლეს ალენია: "რეალი"? არასოდეს თქვა "არასოდეს"

AutoSharing Option
"ბეტისის" ახალწვეული "რეალში" თამაშს არ გამორიცხავს

ნახევარმცველ კარლეს ალენიას "ბარსელონაში" თამაში იშვიათად უწევდა და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების გარეშე, სეზონის ბოლომდე "ბეტისში" გაანათხოვრეს. თუმცა ის ზაფხულში, უკან დაბრუნების გარდა, სხვა ვარიანტსაც არ გამორიცხავს.

"რეალში" გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მთელი ცხოვრება "ბარსას" ვუგულშემატკივრებ, მაგრამ მასწავლეს - არასოდეს თქვა "არასოდეს".

ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება "ბეტისის" მაისურით თამაში, თუმცა, თანაგუნდელები, ქალაქი და გულშემატკივრები - ყველაფერი შესანიშნავია. პირველივე დღიდან კარგად მიმიღეს", - განუცხადა ალენიამ El Larguero-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული