ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" 2:3 წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადააყენებდნენ. ესპანელი ჟურნალისტი გოლსალო მირო კი ამტკიცებს, რომ ვალვერდეს არ მოხსნიან.
"ვალვერდე "ბარსელონასთან" ურთიერთობას ივნისში დაასრულებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მან და კლუბმა", - წერს მირო "ტვიტერზე".
ცნობისათვის, ვალვერდეს "ბარსასთან" ხელშეკრულება ამა წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
Rac1: ხავი შესაძლოა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდეს
El Barca RAC 1: ერნესტო ვალვერდეს 13 იანვარს გადაყენებას უპირებენ