სერხიო რამოსი: "ატლეტიკოს" ჩვენს მტერს ვერ ვუწოდებდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"არაა ლამაზი "ატლეტიკოსათვის" მტრის დაძახება. მე ასე არ გავაკეთებდი, არცერთ გუნდს მტრად არ მივიჩნევ, არამედ მათ როგორც მოწინააღმდეგეს, ისე ვუყურებ. თუმცა, ყველას ისე შეუძლია იფიქროს, როგორც სურს.

"ატლეტიკო" არაკომფორტული მეტოქეა, შესანიშნავი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. ისინი ბოლომდე იბრძვიან, თუმცა ჩვენ მზად ვართ და თავდადებულად ვიბრძოლებთ ამ ტურნირისათვის.

ესპანეთის სუპერთასის ფინალი საუდის არაბეთში დღეს, 12 იანვარს შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული