ლუის სუარესმა ოპერაცია გაიკეთა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" პრობლემის წინაშე დადგა

თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა, 4 თვე მოუწევს უქმობა და ამ სეზონში "ბარსას" ვეღარ დაეხმარება.

არადა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ურუგვაელს მხოლოდ 3-4 კვირა გაუცდებოდა.

მან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩშიც მიიღო ტრავმა და მუხლზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სუარესმა 23 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ESPN-ის ცნობით, სუარესის ტრავმის გამო კატალონიური კლუბი იანვარში ფორვარდის დამატებას შეეცდება, თუმცა ეს ასე ადვილად მოსახერხებელი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რა სუა, რა დროს გვიღალატე. გამოჯამრთელებას გისურვებთ და მალე დაბრუნებას.
კოკა
20:59 12-01-2020
2

სიახლეები პოპულარული