"რეალმა" პენალტების სერიაში "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "რეალმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში "ატლეტიკოს" 4:1 სძლია.

"რეალმა" მეთერთმეტედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, მისმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი მწვრთნელის რანგში სხვადასხვა ტურნირის ცხრავე ფინალში იმარჯვა.

ნახევარფინალში "რეალმა" "ვალენსიას" უპრობლემოდ მოუგო, ხოლო "ატლეტიკომ" დრამატულ მატჩში დაამარცხა "ბარსელონა". ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" კი 0:0 დასრულდა.

დებიუტში სერხიო რამოსის შეცდომით ფელიქსმა ვერ ისარგებლა, შემდეგ მორატამ ვერ გამოიყენა კარგი მომენტი. პირველ ტაიმში განსაკუთრებული მეტი არაფერი მომხდარა. შესვენების შემდეგ "ბლანკოსის" შემადგენლობაში იოვიჩი გააქტიურდა, მაგრამ ვერა იხეირა
რა. 67-ე წუთზე ვალვერდემ ორიოდ მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი ობლაკის კარში. ამას "როხიბლანკოს" ორი სახიფათო, მაგრამ უშედეგო იერიში მოჰყვა. ბოლოს როდრიგომ 10 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ უხეიროდ, ბურთს ობლაკი დაეუფლა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ეს ოვერტაიმში გადასული ამ გუნდების ზედიზედ მეხუთე ფინალია.

მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო 115-ე წუთზე ვალვერდე გააძევა. "რეალი" კაცნაკლული დარჩა, თუმცა ამით "ატლეტიკომ" ვერ ისარგებლა, პენალტების სერიაში კი "სამეფო გუნდმა" 4:1 იმარჯვა.

"რეალმა" დერბიში 22 უკანასკნელი პენალტი გამოიყენა, ხოლო სერხიო რამოსმა ყველა ტურნირზე ბოლო 18 თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მიუხედავად გაძევებისა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვალვერდე დაასახელეს.

ჯიდა. "მეფე აბდულა". 59 043 მაყურებელი
რეალი - ატლეტიკო 0:0 (პენ 4:1)
გაძევება: ვალვერდე (115)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყელში ნუ ამოგვიყვანთ თუარა,
ზაზა
01:23 13-01-2020
9
მადლობა ვალვერდეს
Dato . mogeladze
03:37 13-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული