გვარდიოლა: ძალიან მწყდება გული, ის ამას არ იმსახურებს...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე.

"ბარსელონა" განსაკუთრებული ადგილია, სადაც ჩემპიონატის მოგება საკმარისი არაა. ძალიან მწყდება გული ვალვერდეს გამო, ის ამას არ იმსახურებს.

იმედი მაქვს, რომ სიტუაციას ნათელი მალე მოეფინება. მე ეს როგორც გუნდის ნაწილს, ისე მსურს", - განაცხადა გვარდიოლამ.

კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ძალიან ახლოსაა გათავისუფლებასთან მას შემდეგ, რაც "ბარსა" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" დამარცხდა.

ხავი ერნანდესმა გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა. ასევე, იანვარში "ბარსელონას" ჩაბარება რონალდ კუმანმაც იუარა. კატალონიურ
გრანდში რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ. მათ შორის ფავორიტი პოჩეტინო გახლავთ.

თავად ვალვერდე კი ძალიან იმედგაცრუებულია "ბარსელონათი". კლუბი მასთან სიტუაციას არ განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაით რა რას არ იმსახურებდა, რაც მაგას რომასთან და ლივერპულთან იაღლიში მოუვიდა არ ვიცი რა.
0
გვარდიოლა დაბრუნდი რაა
ბარსელონა
22:46 13-01-2020
1

სიახლეები პოპულარული