მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ატლეტიკოსთან" (0:0, პენ 4:1) ესპანეთის სუპერთასის ფინალში ტრავმა მიიღო.
33 წლის ესპანელმა მცველმა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ტერფი დაიზიანა, - იტყობინება Diario Sport-ი.
El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, რამოსს 10-15 დღე გაუცდება.
"რეალი" 18 იანვარს "სევილიას" მიიღებს, ხოლო 26 იანვარს "ვალიადოლიდს" ესტუმრება.