ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მის გუნდში "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"მე არ ვიცი, ვინ არის პოგბა", - ღიმილით მიუგო პერესმა "მუნდო დეპორტივოს" ჟურნალისტს.
ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბას "რეალში" გადასვლა სურს. მას "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამჟამად კი ნაოპერაციებია და რამდენიმე თვე გაუცდება.