თავდამსხმელი გარეთ ბეილი გამოჯანმრთელდა და "რეალში" ვარჯიში დაიწყო, - იტყობინება El Chiringuito TV "ტვიტერით".
ბეილმა ავადმყოფობის გამო საუდის არაბეთში ჩატარებული ესპანეთის სუპერთასის გათამაშება გამოტოვა და შესაძლოა, 18 იანვარს, ლა ლიგის მე-20 ტურში "სევილიასთან" ითამაშოს.
მიმდინარე სეზონში პრიმერას 12 მატჩში (9 ძირითად შემადგენლობაში) უელსელმა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.