სეტიენს კოუტინიოს "ბარსელონაში" სასწრაფოდ დაბრუნება სურს

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას Cadena Ser-ი ავრცელებს - "ბარსელონას" ახალ მწვრთნელს, კიკე სეტიენს გუნდში ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება უნდა.

კოუტინიო ზაფხულამდე "ბაიერნშია" განათხოვრებული და გერმანული კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას არ ჩქარობს. ისიც კი დაიწერა, რომ ბრაზილიელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გააგრძელოს.

სეტიენს კი კოუტინიოს ვადამდე დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული