ნახევარმცველ კოუტინიოს სამსახურით პრემიერლიგის 3 კლუბი დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "მუნდო დეპორტივო" ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ეს კლუბებია - "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედია", რომლებიც მის გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.
27 წლის ბრაზილიელი "ბარსელონადან" "ბაიერნშია" განათხოვრებული და ამ სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.