მადრიდის "რეალს" გერმანელი ფორვარდის შეძენა სურს, სავარაუდო ფასიც ცნობილია

AutoSharing Option
გერმანული "ლაიპციგის" თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა, შესაძლოა, კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

Sky Sport Germany-ს ინფორმაციით, მადრიდელები გერმანელი ფორვარდის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში სურთ.

ტიმო ვერნერის შეძენის მიზეზი ის გახლავთ, რომ "რეალის" სათადარიგო 9-იანების თამაშით ზიდანი კმაყოფილი არაა. არც დიასი და არც იოვიჩი თამაშის სასურველ დონეს ვერ აჩვენებენ.

გერმანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ვერნერის კონტრაქტში მითითებულია თანხა, რომლის სანაცვლოდაც კლუბი ფორვარდს შეელევა. ეს თანხა 30-დან 60 მილიონ ევრომდეა და ზუსტი ოდენობა ფეხბურთელის შედეგებზეა დამოკიდებული.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ტიმო ვერნერმა
17 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩებში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

altახალი ვარსკვლავი: ტიმო ვერნერი - "ლაიპციგის" მარგალიტი


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბავარიას ბოსებს ისევ სძინავთ, ტფუ, თქვენი კრიჟანი თავი რა ვთქვა რა.
ბმბ
16:50 15-01-2020
0

სიახლეები პოპულარული