მადრიდის "რეალის" შემტევი ფეხბურთელები "სევილიასთან" მატჩისთვის მზად იქნებიან.
გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა და ლუკა იოვიჩი ანდალუსიურ გუნდთან თამაშს შეძლებენ, რომელიც 18 იანვარს ლა ლიგის მე-10 ტურის ფარგლებში გაიმართება.
ადრე ბენზემამ და ბეილმა ესპანეთის სუპერთასის მატჩები გამოტოვეს.
რაც შეეხება ტრავმირებულ სერხიო რამოსს, ის დარბაზში ვარჯიშობს და მოედანზე ინდივიდუალურ ვარჯიშებს ახორციელებს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით