"სევილიამ" ოფიციალურ ვებგვერდზე "ლეგანესის" თავდამსხმელის, იუსეფ ენ-ნესირის ყიდვის შესახებ გამოაცხადა.
ტრანსფერის თანხამ 20 მლნ ევრო შეადგინა. 22 წლის ფორვარდმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
ენ-ნესირი "ლეგანესში" 2018 წლის აგვისტოდან გამოდიოდა და ამ ხნის განმავლობაში 53 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.