18 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "სევილია". პირველ ტაიმში მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ დე იონგის გოლი არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ კუთხურისას "სევილიას" ნახევრმცველმა გუდელმა "რეალის" მცველ მილიტაოს წინააღმდეგ წესი დაარღვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი და სპორტული დირექტორი რამონ მონჩი აღშფოთებას ვერ მალავდნენ.
"ეს სამარცხვინოა, ეს სამარცხვინოა! ყოველთვის ერთი და იგივე", - ყვიროდა გამწარებული ლოპეტეგი სტადიონის გვირაბში.
"თქვენ ნახეთ, რაც მოხდა გაუქმებული გოლისას. მე მატჩის ანალიზზე უარს ვაცხადებ, რადგან ეს ეპიზოდი საკვანძო იყო და ამის შემდეგ თამაშზე საუბარს არანირი აზრი არა აქვს.
რაც შეხება ჩვენს მეორე გოლს, ისიც რომ არ ჩაეთვალათ, მოედანზე გავიდოდი და გუნდს გავიყვანდი", - ჩიოდა მონჩი.