"სევილია" "რეალთან" მატჩისას პროტესტის ნიშნად მოედნის დატოვებას აპირებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "სევილია". პირველ ტაიმში მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ დე იონგის გოლი არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ კუთხურისას  "სევილიას" ნახევრმცველმა გუდელმა "რეალის" მცველ მილიტაოს წინააღმდეგ წესი დაარღვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი და სპორტული დირექტორი რამონ მონჩი აღშფოთებას ვერ მალავდნენ.

"ეს სამარცხვინოა, ეს სამარცხვინოა! ყოველთვის ერთი და იგივე", - ყვიროდა გამწარებული ლოპეტეგი სტადიონის გვირაბში.

"თქვენ ნახეთ, რაც მოხდა გაუქმებული გოლისას. მე მატჩის ანალიზზე უარს ვაცხადებ, რადგან ეს ეპიზოდი
საკვანძო იყო და ამის შემდეგ თამაშზე საუბარს არანირი აზრი არა აქვს.

რაც შეხება ჩვენს მეორე გოლს, ისიც რომ არ ჩაეთვალათ, მოედანზე გავიდოდი და გუნდს გავიყვანდი", - ჩიოდა მონჩი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წაქცეულმა ტიპმა ხელით გააჩერა ბურთი და ვარანი გამოთიშა სიტუაციას, მერე მუხლით გაამეთა პასი და ეს გოლი ჩათვალეს... არანაირად არ იყო ჩასათვლელი
sormona
19 იანვარი 2020 11:47
10
ბარსას ფანებო თქვენთან არჩათვლილი გოლი და არდანიშნული პენალტები გაიხსენეთ, ვარმა მოგიტანათ ფრე თორემ წაგებული გქონდათ
sormona
19 იანვარი 2020 11:39
15
ვაი შენს პატრონს, 3 ლიგა წაიღეთ მსაჯით კლასიკოზე ხმას როგორ იღებ
Huh
19 იანვარი 2020 18:46
9
ვარდრიდის რეალი!
s..s
19 იანვარი 2020 05:01
16
მეორე გოლი ხელზე რომ მოხვდა ვერ დაინახეთ თუ თავს იტყუებთ წაქცეულ სევილიას ფეხბურთელს მეორე გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო...რაღაცას ხომ უნდა დააბრალო...
აკაკი
19 იანვარი 2020 01:44
21
ახალი წესების თანახმად, წაქცეულზე თუ ბურთი ხელზე შეეხო, ჯარიმა არაა
სოსო
19 იანვარი 2020 03:34
16

სიახლეები პოპულარული