"სევილია" "რეალთან" მატჩისას პროტესტის ნიშნად მოედნის დატოვებას აპირებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "სევილია". პირველ ტაიმში მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ დე იონგის გოლი არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ კუთხურისას  "სევილიას" ნახევრმცველმა გუდელმა "რეალის" მცველ მილიტაოს წინააღმდეგ წესი დაარღვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი და სპორტული დირექტორი რამონ მონჩი აღშფოთებას ვერ მალავდნენ.

"ეს სამარცხვინოა, ეს სამარცხვინოა! ყოველთვის ერთი და იგივე", - ყვიროდა გამწარებული ლოპეტეგი სტადიონის გვირაბში.

"თქვენ ნახეთ, რაც მოხდა გაუქმებული გოლისას. მე მატჩის ანალიზზე უარს ვაცხადებ, რადგან ეს ეპიზოდი
საკვანძო იყო და ამის შემდეგ თამაშზე საუბარს არანირი აზრი არა აქვს.

რაც შეხება ჩვენს მეორე გოლს, ისიც რომ არ ჩაეთვალათ, მოედანზე გავიდოდი და გუნდს გავიყვანდი", - ჩიოდა მონჩი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წაქცეულმა ტიპმა ხელით გააჩერა ბურთი და ვარანი გამოთიშა სიტუაციას, მერე მუხლით გაამეთა პასი და ეს გოლი ჩათვალეს... არანაირად არ იყო ჩასათვლელი
sormona
11:47 19-01-2020
10
ბარსას ფანებო თქვენთან არჩათვლილი გოლი და არდანიშნული პენალტები გაიხსენეთ, ვარმა მოგიტანათ ფრე თორემ წაგებული გქონდათ
sormona
11:39 19-01-2020
15

სიახლეები პოპულარული