18 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "სევილია".
კარიერაში პირველი დუბლი კაზემირომ შეასრულა. ის 2011 წლის შემდეგ "ბლანკოსის" პირველი ბრაზილიელი ლეგიონერია, რომელმაც 1 მატჩში 2 გოლი გაიტანა - მაშინ "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში (6:3) ეს კაკამ შეძლო.
"რეალი" 41 ქულით გალიდერდა და 27 იანვარს სტუმრად "ვალიადოლიდს" შეხვდება.
პირველი ადგილის დაბრუნება "ბარსელონას" შეუძლია, რომელიც ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით ხვალ, 20 იანვარს, "გრანადას" სახლში დაუპირისპირდება.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 72 512 მაყურებელი
რეალი - სევილია 2:1
გოლები: 1:0 კაზემირო (57), 1:1 დე იონგი (64), 2:1 კაზემირო (69)