"ბარსელონამ" კაცნაკლულ "გრანადას" ძლივს მოუგო - მარჯვე მესის მარჯვენით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 იანვარს, ლა ლიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "გრანადას" 1:0 მოუგო, რომელთანაც პირველ წრეში 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" "გრანადას" ზედიზედ 24 საშინაო შეხვედრაში სძლია და რეკორდი დაამყარა.

ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით, "ბარსამ" პირველი მატჩი ჩაატარა. გუნდს ვერ დაეხმარნენ ტრავმირებული სუარესი და დისკვალიფიცირებული დე იონგი.

პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდის ბურთის ფლობა 81.9% იყო, 508 გადაცემა გააკეთა, რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმშიც განუწყვეტლივ უტევდა "ბარსელონა", გოლი კი კინაღამ საკუთარ კარში მიიღო - 67-ე
წუთზე ეტეკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 69-ე წუთზე "გრანადას" მცველი ხერმან სანჩესი მესის ეუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა და როგორც იქნა, 75-ე წუთზე ვიდალის პასით ლეომ ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფეხით.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ლა ლიგაზე ზედიზედ 16 სეზონში გააქვს გოლი.

"ბარსელონა" და "რეალი" 43-43 ქულით ლიდერები არიან და მესამეადგილოსან "ატლეტიკოს" 8 ქულით უსწრებენ. 25 იანვარს "ბარსას" მძიმე გასვლა ელის "ვალენსიასთან", ხოლო "რეალს" 27 იანვარს - "ვალიადოლიდთან".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მომეწონა თამაში, ბიჭები მონდომებულად თამაშობდნნენ. არ არის ადვილი ერთ თამაშში, უცებ გადაეწყო ახალი მწვრთნელის ახალ სტილზე, რომელსაც მწვრთნელი გთავაზობს.
2
ამ ჟურნალისტს თამაშისთვის ან არ უყურებია ან რეალის ფანია ..
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული