სეტიენი მესის გოლზე: ის გააკეთა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებს

AutoSharing Option
"გრანადას" 1:0 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "მარკას" შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი იყო. შესაძლოა, პირველ ტაიმში ბედი არ გვწყალობდა. მეტოქე თავს კარგად იცავდა და გაგვიჭირდა. ამას გარდა, არასასიამოვნო ამინდი იყო, ქარი ქროდა და მოედანი მშრალი გახდა. მიხარია, რომ მოწინააღმდეგემ მხოლოდ ორჯერ დაარტყა ჩვენს კარში - მეორე ძელს მოხვდა.

ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ და იმედია, თანდათან უფრო სწრაფად და შეტევაში უფრო სახიფათოდ ვითამაშებთ.

მესიმ ის გააკეთა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებს. ასეთია რეალობა. არის მატჩები, როდესაც "იჭედები", ბოლოს კი წარმატება
ზურგს არ გაქცევს. ვიდალმა ქუსლით ჩინებული პასი გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ მესმის, როგორ შეილება ისეთი კაცი როგორიც ვიდალია სკამზე დასვა და მატჩების მიწურულს შემოიყვანო მოედანზე,აქამდე ასე ხდებოდა და აწი ვნახოთ.გოლიც გააქვს,საგოლე პასსაც აკეთებს და მეტი რა უნდა გააკეთოს არ ვიცი რაა.იმედია სეტიენი მეტ ნდობას გამოუცხადებს მას.
ბარსელონა
17:07 20-01-2020
0
ქუსლით კი არა, "პადოშით" გაუგორა, ძალიან ახლოს აძლევდა პასს და ამიტომ ქუსლით რომ მიეცა პასი მესი ვერ მიუსწრებდა და ვიდალმაც გენიალურად ფურთზე ფეხის დადებით გაუგორა. ძააან მაგარი იყო.
alexandre
10:27 20-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული