"რეალმა" მესამელიგელს სძლია და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 იანვარს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, "რეალმა" გასვლაზე "უნიოსტასი" 3:1 დაამარცხა.

სალამანკური გუნდი ძალიან გაახარა "რეალთან" შეხვედრამ და მათმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გაიხუმრა კიდეც, ზინედინ ზიდანმა შიშისგან უკვე ჩაისვარაო.

"უნიონისტასი" 2013 წელს დაარსდა, მეექვსედან მესამე ლიგაში აღზევდა, თუმცა ახლა გასავარდნად აქვს საქმე.

"რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა პირველი სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი.

სალამანკა. "პისტას დე ჰელმანტიცო". 4 000 მაყურებელი
უნიონისტასი - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბეილი (18), 1:1 რომერო (57), 1:2 გორგონა (62, საკ კარში), 1:3 ბრაიმ დიასი (90+2)

რეალი: არეოლა, კარვახალი, მილიტაო,
ნაჩო, მარსელო, ხამესი (ისკო 81), ვალვერდე, ბეილი (ბრაიმ დიასი 53), კაზემირო, ვინისიუსი, ბენზემა (იოვიჩი 75)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული