ენაკვიმატმა მოურინიომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი "გააშაყირა"

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" სატურნირო ცხრილში "მეზობლები" არიან, მანკუნიანურმა კლუბმა კი "სპორტინგის" ნახევარმცველის, ბრუნუ ფერნანდეშის შეძენა ვერ შეძლო. "ნორვიჩის" დამარცხების (2:1) შემდეგ "ტოტენჰემის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კარგ ხასიათზე იყო და როდესაც ფერნანდეშის არშემდგარი ტრანსფერის შესახებ შეიტყო, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კიდევ უფრო გახალისდა. დარბაზში Sky Sports-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომელიც ლისაბონში ფერნანდეშის შესაძლო ტრანსფერის გასაშუქებლად გაუშვეს და პორტუგალიელმა ანგლობა დაუწყო. ამის შესახებ Manchester Erevening News-ი იტყობინება.

სანამ მოუს კითხვებს დაუსვამდნენ, იქით ჰკითხა ჟურნალისტს: "როგორ მოიარე ლისაბონი? კარგად? კარგი ქალაქია?".

მერე მოურინიომ გასულ მატჩზე ისაუბრა
და ბოლოს ისევ მიუბრუნდა იმ ჟურნალისტს და ისევ ჰკითხა: "გამაგებინე ერთი, გადადის თუ არა ფერნანდეში "იუნაიტედში"? ე.ი. შენ ლისაბონში იყავი, ის კი არ მოდის?".

"სპორტინგმა" ფერნანდეშში 80 მილიონი ევრო მოითხოვა, "მანჩესტერმა" კი ამხელა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

მოურინიო "მანჩესტერს" 2016-18 წლებში ედგა სათავეში.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული