"ბარსელონა" "ვალენსიასთან" უშანსოდ დამარცხდა - სამაგიეროდ იყო ტიკი-ტაკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსიასთან" 0:2 წააგო.

"ბარსა" "მესტალიაზე" 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

მე-10 წუთზე ჟერარ პიკემ მასპინძელთა გუნდის მცველი ხოსე გაია წააქცია, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ბურთი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ეს "ბარსაში" ჩემპიონატზე მის მიერ მოგირიებული პირველი თერთმეტმეტრიანია.

თუმცა, შესვენების შემდეგ "ღამურები" ჟორდი ალბას ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 77-ე წუთზე მაქსი გომესმა მაინც დაამწუხრა კატალონიური გუნდი.

აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო გაბრიელის
გოლი არბიტრმა სერხიო ბუსკეტსზე უხეშობის გამო არ ჩათვალა.

"ბარსელონას" ბურთის ფლობამ 65% შეადგინა, თუმცა მხოლოდ ტიკი-ტაკა შედეგის მისაღწევად საკმარისი არ გახლავთ.

"ბარსელონას" ისევე როგორც "რეალს" 43 ქულა აქვს და "ბლანკოსს", რომელიც ხვალ გასვლაზე "ვალიადოლიდს" ხვდება,  ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვს.

"ვალენსია" კი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ალბას ანგარიშზე პრიმერაზე 4 ავტოგოლია, რაც XXI საუკუნეში "ბარსელონაში" ანტირეკორდია.

ვალენსია. "მესტალია". 45 882 მაყურებელი
ვალენსია - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ალბა (48, საკ. კარში), 2:0 მაქსი გომესი (77)
გამოუყენებელი პენალტი: მაქსი გომესი (10)
მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ფეხბურთი უკვე მოძველდა. სწრაფი ვერტიკალური შეტევის გარეშე დღეს შედეგის მიღწევა არ ხდება. ამის გარდა ბარსელონა ამ წუთისათვის ცუდად დაკომპლექტებული გუნდია. არც სერხი რობერტო არც სემედო არც არტური არც ფატი( ჯერ) და არც დეიონგი ბარსელონას დონის არ არიან. გრიზმანი იმ პოზიციაზე სადაც ათამაშებენ ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს. სეტიენზე საერთოდ არ ღირს საუბარი, არასდროს ითვლებოდა არათუ ტოპ არამედ უბრალოდ მაღალი კლასის მწვრთნელად
მოკლედ ბართოლომეუს ეპოქა ბარსაში უნდა დამთავრდეს. თუ არ უნდათ საერთოდ დაინგრეს გუნდი.
არტ
25 იანვარი 2020 22:36
1
კარგად მესმის პენალდოს ფანების. წელიწადში 3-4 ჯერ უწევთ სოკოებივით გამოსვლა და აბა ესეთ შანსს როგორ გამოტოვდნენ?d.d. ხოო მართლები ხართ მესი პენო არ არის და ვერც იქნება, აბა მაგის დონის რო იყოს 6 ოქროს ბურთი ხო არ ექნებოდა? ეხლა ვინმე გამოხტება და იტყვის მესის ოქროს ბურთი შეტენესო.d.d.
barsa
26 იანვარი 2020 03:21
13
ძლიერად გაუტანეს მესის და ბარსას,თავის ადგილი მიუჩინეს,ფარჩაკიხარ ვალენსია რომ მოგიგებს აბა რახარ,
valensia
26 იანვარი 2020 12:24
5
ვალენსიას, ამ შენმმა ფარჩაკმა ვალენსიამ ერხელ მაინც გაიხაროს, აბა რამდენი ხანია თავისი ფარჩაკული თამაშით არ მოუგია.
ფარჩაკ ვალენსიას მომხრეს.
26 იანვარი 2020 21:18
0
გაიხსენეთ საქართველოს მიერ გერმანიასთან გუშინ წაგებული მატჩი წყალბურთში და თითქმის იგივე განმეორდა აქაც. ჩვენებმა 7-3 ზე უარი თქვეს შეტევაზე და მეკარის საოცარი თამაშის მიუხედავად,დამსახურებულად წააგო.ბარსამ პირველი 55 წუთის მანძილზე თქვა უარი შეტევაზე და მიხედავად შემდეგ ვიდალის შეშვებისა და შეტევაზე წასვლისა,მაინც დაიმსახურა დამარცხება.ტერ შტეგენმაც საოცრად ითამაშა პირველ ტაიმში,მაგრამ მეორეში უკვე ვეღარ შეაკავა მადაგახსნილი ვალენსიელები.ბარსელონა შეტევაში,მხოლოდ მესის შეჰყურებს და დასარტყმელსაც კი არ ურტყავს კარში,დაცვაშიც უზარმაზარი ნაპრალები აქვს და ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის კი არა,ლა ლიგის მედლის ღირსიც არ არის.ასევე ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ბრალია გერმანიასთან დამარცხებაც.
სოსო
25 იანვარი 2020 21:26
1
ბარსა დიდი ხანია აღარ არის ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდი და ვერც წელს მოიგებს მესი ვუნდერკინდია მაგრამ არა კრიშტიანო და მისი გაჩერება შეიძლება რაც ბოლო წლებში მტკიცდება მარტო ტექნიკა და პასი ჩემპიონთა ლიგას არ ყოფნის კრიშტიანოსავით უნდა შეგეძლოს ყველა მხრიდან დარტყმა და სამ მეტრხე ახტომა მესისტებმა ეს იცით მაგრამ თქვენ ხომ ობიექტურობა გაქვთ დაკარგული მაინც წარმატებებს გისურვებთ თვალი ადევნეთ რონალდოს
გგგგ
25 იანვარი 2020 21:45
15
და შენ ვიღაცის მიერ ობიექტურობის დაკარგვაზე საუბრობ?
ზურა
26 იანვარი 2020 04:05
3
მესი არ მევასება, მაგრამ ეგ რომ არ იყოს ბარსელონა სულ ნეხ*ში იქნებოდა ამოსვრილი.მართლა მებრალება ეგ გუნდი ყველაფრისდა მიუხედავად და სანამ ბართომეუ არ გაა**ავს მანამდე არაფერი ეშველებათ.რა კიკე სეტიენი რას უბერავს ეგ კაცი,როცა პოჩეტინო თავისუფალი იყო...
კარგით რა
25 იანვარი 2020 23:04
5
მართლა კარგი რა?! ნუ შეგვჭამე ამ შენი როლანდოთი, უკვე მოგვაბეზრე თავი! დასაწყისში შენი რონიც ჩასვრილი იყო მაგრად, ეხლა ამოტივტივდა "ნეხვიდან" (ალბათ დიბალასთან დაახლოებამ და მერე უკვე კოცნამაც მაგარი სტიმული მისცა) ამ შენს გადაბერებულ როლანდოს ნუ ადრი მესის.მესის სხვა სტილი აქვს, მაგ შენს "პრიჩოს" სხვა. არის თამაშები როცა არ მიგდის თამაში, ეს ფეხბურთის ნაწილია. შენს ტრიპაჩასაც არ მისდიოდა თამაშები, რა ავტეხეთ ერთი ამბავი მესის მომხრეებმა? საერთოდ ნუ გაგვიხურეთ საქმე.
ბარსა მესი.
26 იანვარი 2020 21:06
1
რონალდო ვახსენე საერთოდ? მესის გაცილებით მირჩევნია.უფრო მაგარი ლიდერი და ნამდვილად,რომ წამყვენი ფეხბურთელია.მესი კარგია მაგრამ რონალდოს ვერ შეედრება...ეს უკვე დაამტკიცა ამ ჩასვრამაც
კარგით რა
26 იანვარი 2020 18:18
2
ყველა გამოხმაურება
ამდენი ხალხის ყიდვას ჯობია ერთი კაცი კრიშტიანო იყიდოს და ყველაფერს მოიგებს.თან რა საინტერესო იქნება ორი გიჟის ერთ გუნდში თამაში.
ამაშია საქმე
25 იანვარი 2020 23:09
12
ბარსელონას პრობლემა გადაბერებული ფეხბურთელებია. არ შეიძლება გუნდში უფრო მეტი ხანდაზმული გყავდეს ვიდრე ახალგაზრდა და ამ დროს პრეტენზია გქონდეს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.
ფეხბურთი
25 იანვარი 2020 23:58
2
დავიჯეროთ? როლანდოზე "გადაბერებულები" არიან?!
vova
26 იანვარი 2020 17:36
1
ბართომეუ გაა**ი!!!!!
!!
25 იანვარი 2020 23:01
0
მესი და ბარსა წელს ძალიან უსუსურები არიან,
barsa
26 იანვარი 2020 14:56
4
უსუსური შენ ხარ და შენი კომენტარი.
კოტე
26 იანვარი 2020 22:55
1
საუკუნის დასაწყისში სადაც იყო ბარსა იქ დაბრუნდება მალე..
ზიზუ
26 იანვარი 2020 09:30
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული