გუტი: საოცარია, მან მესის ერაში ამდენი "ოქროს ბურთი" მოიგო...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდა ხოსე მარია გუტიერესმა, იგივე გუტიმ საკუთარი აზრი გამოთქვა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებ.

"მე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვიცი, რომელიც ყოველ მატჩში მხეცივით წარმატებულად თამაშობს. ეს ლიონელ მესი გახლავთ.

ყოველ ჯერზე, როცა მესი მინდორზე გამოდის, რაღაც ხდება. სხვა ფეხბურთელებს აღმასვლისა და ვარდნის მომენტები ჰქონდათ.

მართაია, მე დავწერე "ტვიტერზე", რომ მესის ვირჩევ. ძალიან ვაფასებ იმას, რასაც რონალდომ მიაღწია. ის დიადი მოთამაშეა და მსოფლიო ფეხბურთისთვის ისევ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლავთ.

მესი უფრო ნიჭიერია, რონალდო უფრო ბომბარდირი, უფრო ამბიციური, მან
საკუთარი თავი თვითონ შექმნა. წარმოუდგენელია, რომ მესის ერაში 5 "ოქროს ბურთის" მოგება შეძლო.

"რეალში" რონალდო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. უამრავი გატანილი გოლის გარდა, ის შესანიშნავად თამაშობდა მნიშვნელოვან შეხვედრებში. ის "რეალს" ძალიან აკლია,"- თქვა გუტიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოდის 3 მეტრიდან თავით ან მაკრატელათი ბურთის გატანას ნიჭი არ ჭირდება.ან 38კმ/სთ-ში განვითარებულ სიჩქარეს.სულელებო არ შეშვებით ამ ორი უდიდესი ფეხბურთელის დაპირისპირებას.ერთ აზრზე მაინც ვერ მიხვალთ.ან ერთმა რა დაგიშავათ ან მეორემ.ერთადერთ ფეხბურთელი ვინც ყველა მონაცემში შეუდარებელია იყო,არის და იქნება მეფე პელე.
ამაშია საქმე
13:18 30-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული