როდრიგო "ბარსელონას" მიუახლოვდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ძალიან სურს "ვალენსიას" თავდამსხმელ როდრიგო მორენოსთან კონტრაქტის გაფორმება და კატალონიელები ყველაფერს აკეთებენ ესპანელის გამოსყიდვის უფლებით იჯარით ასაყვანად.

თუმცა 31 იანვარს სატრანსფერო ფანჯარა იხურება და "ბლაუგრანას" ფეხბურთელის გარეშე დარჩენა არ სურს, იმ შემთხვევაში, თუ როდრიგოს ტრანსფერი არ გამოვა.

"ბარსელონადან" "ვალენსიას" მმართველთა საბჭოს დაუკავშირდნენ და საბოლოო, ნათელი პასუხის გაცემა მოითხოვეს კითხვაზე, არიან თუ არა მზად როდრიგოს გასაშვებად. "მელიების" პრეზიდენტი და აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონას ორშაბათს სტუმრობდნენ ტრანსფერზე სასაუბროდ. დღეს, 28 იანვარს კი, "ბარსა" საბოლოო პასუხს ელის.

როდრიგოს შეძენა კატალონიურ გრანდში ლუის
სუარესის ტრავმის შემდეგ გადაწყვიტეს და ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი პრიორიტეტია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით