"აიაქსის" 31 წლის ნახევარმცველი დუშან ტადიჩი "ბარსელონაში" აპირებს გადაბარგებას.
დღეს, 29 იანვარს, სერბი ფეხბურთელის აგენტი კატალონიური კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების საწარმოებლად ბარსელონაში ჩაფრინდება.
"ბარსა" ტადიჩის კანდიდატურაზე მას შემდეგ გადაერთო, რაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის (არსენალი) და როდრიგო მორენოს (ვალენსია) ტრანსფერები ვერ გაჩარხა.
ტადიჩი "აიაქსმა" "საუთჰემპტონისგან" 2018 წლის ზაფხულში 11.4 მილიონ ფუნტად შეიძინა, ამ სეზონში კი ჰოლანდიის ჩემპიონატის 20 მატჩში (ყველა ძირითად შემადგენლობაში) 8 გოლი (2 პენალტით) და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მას "აიაქსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.