"რომას" კაპიტანი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
იტალიური "რომას" კაპიტანი ალესანდრო ფლორენცი იჯარის წესით ესპანურ "ვალენსიას" შეუერთდა და კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

28 წლის ფლორენციმ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, როგორც "რომას", ისე იტალიის ნაკრების ძირითადი მარჯვენა მცველი იყო, პაულო ფონსეკას მწვრთნელობისას გუნდში ძირითადი ადგილი დაკარგა.

ფლორენციმ მიმდინარე სეზონში სერია A-ს მხოლოდ 12 შეხვედრაში გახლდათ ძირითად შემადგენლობაში. აქამდე იტალიელს, "რომას" გარდა, მხოლოდ "კროტონეში" ჰქონდა ნათამაშები, ისიც 1 სეზონი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული