"ბარსელონამ" "ბრაგის" თავდამსხმელის, ფრანცისკო ტრინკაუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
20 წლის ფორვარდი სეზონს პორტუგალიაში დაასრულებს და ესპანურ კლუბს პირველ ივლისს შეუერთდება. ტრანსფერის თანხად 31 მლნ ევრო სახელდება.
ფეხბურთელთან კონტრაქტი კი 2025 წლამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილია პუნქტი, რომლის მიხედვით, ტრინკაუს გამოსყიდვა მსურველს მინიმუმ 500 მლნ ევროდ შეეძლება.
ტრინკაოს ტრანსფერი პორტუგალიური კლუბის ისტორიაში რეკორდული გახდა.
პრესაში ტრინკაოს პერიოდულად "ახალ კრიშტიანო რონალდოდ" მოიხსენიებენ. 2018 წელს ფეხბურთელმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა.